Belive

ვინისიუსი ტრავმირებულია - ვარსკვლავი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის შეხვედრაში "რეალმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 2 უპასუხო გოლი გაუტანა. მარტივად მოპოვებული 3 ქულის მიუხედავად, "ბლანკოსს" ეს შეხვედრა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

  • "ნამდვილი მონსტრი დაგიბრუნდებით" - კარვახალმა ფანებს მიმართა

    დანი კარვახალმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, კომპენსირებულ დროში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 8-10 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ტრავმა მიიღო ვინისიუსმაც, რომელმაც ზურგის არეში ტკივილი იგრძნო - აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინისიუსი მადრიდში დარჩება, დაისვენებს და ბრაზილიას სანაკრებო მატჩებში ვერ დაეხმარება.

"რეალის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინისიუსს დასვენება ესაჭიროება, რათა სარეაბილიტაციო პროცესმა სწრაფად და ეფექტიანად ჩაიაროს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, "სელესაო" ოქტომბერში 2 მატჩს გამართავს. 11 ოქტომბერს ბრაზილია ჩილეს ესტუმრება, ხოლო 16 ოქტომბერს პერუს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები