"ნამდვილი მონსტრი დაგიბრუნდებით" - კარვახალმა ფანებს მიმართა
ლა ლიგის შეხვედრაში "რეალმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 2 უპასუხო გოლი გაუტანა. მარტივად მოპოვებული 3 ქულის მიუხედავად, "ბლანკოსს" ეს შეხვედრა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
დანი კარვახალმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მძიმე დაზიანება მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ძალიან მარტივად გასაგონი იყო ესპანელის ტკივილისგან გამოწვეული ყვირილის ხმა - იერემი პინოსთან შეჯახების შემდეგ.
კარვახალი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველი კომენტარი გააკეთა.
🚨⚠️ BREAKING: Dani Carvajal has torn his ACL, confirmed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 6, 2024
“Serious cruciate ligament injury. I’m gonna have surgery and already looking forward to starting recovery and coming back like a BEAST”.
“Thank you all so much for your messages, I feel very loved”. pic.twitter.com/7KaCvqi8LP
მუხლის ჯვარედინი მყესების უმძიმესი ტრავმა მივიღე. ოპერაციის ჩატარება დამჭირდება და უკვე მოუთმენლად ველი, როდის შევუდგები სარეაბილიტაციო პროცესს, რათა დაგიბრუნდეთ, როგორც ნამდვილი მონსტრი. ყველას დიდ მადლობას გიხდით შეტყობინებებისთვის - თქვენგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი. - დანი კარვახალი.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, დანი კარვახალმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დაუყოვნებლივ ოპერაციის ჩატარებას საჭიროებს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.