აშშ-ში ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი აღარ ჩატარდება
ლა ლიგის განცხადებით, ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი, რომელიც 20 დეკემბერს მაიამიში უნდა გამართულიყო, გაუქმებულია.
,,ლა ლიგა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს პროექტი, რომელიც ესპანური ფეხბურთის ინტერნაციონალიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა, ვერ განხორციელდა.
ოფიციალური მატჩის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი ჩემპიონატის გლობალურად გაფართოებისა და ესპანური ფეხბურთის ბრენდის გაძლიერების ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიც შეერთებული შტატებია.'' - წერია ლა ლიგის განცხადებაში
ლა ლიგამ ისიც განაცხადა, რომ მატჩის გაუქმების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ესპანეთში არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მარკას ინფორმაციით, ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაზე ფეხბურთელების პროტესტმაც იმოქმედა, რომლებსაც შეხვედრის საზღვარგარეთ ჩატარება არ სურდათ. დანი კარვახალმა ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი წესების დარღვევასა და ტურნირის გაყალბებაში დაადანაშაულა. კრიტიკული განცხადდება გააკეთა ტიბო კურტუამაც.
ვილიარეალისა და ბარსელონას შეხვედრა 20 დეკემბერს, მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე უნდა გამართულიყო. აქამდე ლა ლიგის მატჩი ევროპის ფარგლებს გარეთ არასდროს ჩატარებულა.
🚨 ÚLTIMA HORA 🚨
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) October 21, 2025
❌ SE CANCELA EL VILLARREAL - BARÇA DE MIAMI.
👉 "Debido a la incertidumbre generada en España durante las últimas semanas". pic.twitter.com/ftUPpckikc