ანჩელოტიმ დაადასტურა: "კარვახალმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო"
ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრაში "რეალმა" "ვილიარეალი" ფედერიკო ვალვერდესა და ვინისიუსის გოლებით - 2:0 დაამარცხა. მარტივად მოპოვებული 3 ქულის მიუხედავად, მადრიდელებს ეს შეხვედრა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ.
დანი კარვახალმა, რომელმაც მატჩი შეუცველალად ჩაატარა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მძიმე დაზიანება მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ძალიან მარტივად გასაგონი იყო ესპანელის ტკივილისგან გამოწვეული ყვირილის ხმა - იერემი პინოსთან შეჯახების შემდეგ.
📽️ - DANI CARVAJAL looks to have picked up a VERY BAD INJURY! HE IS IN MUCH PAIN!pic.twitter.com/67omHJLGDP
— Football Report (@FootballReprt) October 5, 2024
დანი კარვახალმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. ყველა დამწუხრებული ვართ მის გამო. დანი ჩვენი გუნდის ფუნდამენტური მოთამაშეა - დაადასტურა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ
გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, რა სიმძიმისაა ტრავმა. კარვახალს ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი რამდენ ხანში დაუბრუნდება მინდორს.
მხრის ტრავმის გამო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორიც შეცვალა.