ვინისიუსი ლა ლიგის მსაჯებისგან მეტ დაცვას ითხოვს
ვინისიუსმა ესპანურ ფეხბურთში ტექნიკური და შემოქმედებითი სტილის მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება გააკრიტიკა და მსაჯებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ იმ ფეხბურთელების დასაცავად, რომლებიც გულშემატკივრებს სანახაობრივ თამაშს სთავაზაობენ. რომასთან გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიელმა საკუთარ სადისციპლინო სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ხშირად უხეშად ეთამაშებიან, მსაჯები ხშირად თავად მას სჯიან.
ვნახე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ჩემ წინააღმდეგ 500-ჯერ იუხეშეს, ამას კი ხუთი წითელი ბარათი და არ ვიცი რამდენი ყვითელი ბარათი მოჰყვა. ყვითლებს კი მე ვიღებ. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. უნდა დავიცვათ გამორჩეული ფეხბურთელები. მაგალითად ლამინე იამალი და ხულიან ალვარესი. - ვინისიუსი
ვინისიუსი ვილიარეალთან მომხდარი ინციდენტის გამო, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ბრაზილიელი ლა ლიგის მატჩებში ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ ითამაშებს და რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს. მათ შორის, ბარსელონასთანაც.
რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ვინისიუსმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. ბრაზილიელი, ამ ცვლილების გამო, ძალიან უკმაყოფილო იყო, თუმცა მოგვიანებით, შეცვლაზე შესული ფეხბურთელები შეაქო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ, მატჩის მოსაგებად შეიტანეს. რეალმა შეხვედრა 1:3-დან შემოატრიალა და 4:3 მოიგო. ვინისიუსი საბოლოოდ, 4 მატჩს გამოტოვებს და საკუთარ გუნდს ბარსელონას, სევილიას, რასინგისა და ვალენსიას წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
🗣️ VINÍCIUS JR: "La afición me tiene que PITAR porque estoy para marcar goles, he visto un dato que son 500 faltas y la TARJETA siempre es para VINÍCIUS, los defensas tienen el DERECHO de pegarme en todos los partidos y la tarjeta para mí."
— (fan) REAL MADRID FANS 🤍 (@AdriRM33) October 14, 2026
HONOR 👏🏻 pic.twitter.com/CZIYZHiAXA