Belive

რეალი "ელ კლასიკოს" დიდი დანაკლისით ხვდება

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდმა სერიოზული დანაკლისი განიცადა. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტიბო კურტუა ბარსელონას წინააღმდეგ დღეს გასამართ „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

ბელგიელი მეკარე მატჩს გრიპის ვირუსის გამო გამოტოვებს. აღნიშნული მდგომარეობა მას სათანადო კონდიციაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს, რაც მიმდინარე სეზონის პირველ „ელ კლასიკოში“ - ლა ლიგის მე-10 ტურის პრინციპულ დაპირისპირებაში საასპარეზოდ აუცილებელია - იტყობინება რეალი.

რეალ მადრიდს კარის დარაჯის შეცვლა მოუწევს და ბარსელონას სტადიონზე საწყისი წუთებიდან მოედანზე ანდრეი ლუნინი გავა. უკრაინელი მეკარისთვის ეს მიმდინარე სეზონში სადებიუტო მატჩი იქნება, რადგან ოფიციალურ შეხვედრაში მას მონაწილეობა 2026 წლის მაისის შემდეგ, ესპანიოლთან დაპირისპირების მერე აღარ მიუღია.

სხვა სტატიები