Belive

GOLDEN BOY 2026 | პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პაუ კუბარსი გახდა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 წლამდე ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი პრესტიჟული ჯილდოს "ოქროს ბიჭუნა" მფლობელი ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მცველი, პაუ კუბარსი გახდა, რითიც კატალონიური გრანდის დომინირება გაგრძელდა.

ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი 2026 წლის Golden Boy-ის გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელდა. პრიზი ევროპის ჩემპიონატებში მოასპარეზე 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჯილდო ბარსელონას მეოთხე ფეხბურთელმა მოიპოვა.

2021, 2022 და 2024 წლებში აღნიშნული ჯილდო პედრიმ, გავიმ და ლამინ იამალმა მოიპოვეს. 2023 წელს პრიზი ჯუდ ბელინგემს, ხოლო 2025 წელს პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს, დეზირე დუეს ერგო.

კუბარსი 2018 წლის შემდეგ პირველი მცველია, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიგო. მაშინ გამარჯვებული მატეის დე ლიხტი გახდა.

პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს პარალელურად, პაუ კუბარსი FIFPRO-ს წლის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა, რითიც კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა - 19 წლის კუბარსი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი, რომელიც წლის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

სხვა სტატიები