Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ Goal-მა რეიტინგი განაახლა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ნომინანტთა შორის კვლავ მე-9 პოზიციაზეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც გამოცემა წერს, რომ მისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრაა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინი რჩება.

2025-26 წლების სეზონში: 73 გოლი, 8 საგოლე გადაცემა. მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი.

კეინი სრულიად მოწადინებულია დაამტკიცოს, რომ ინდივიდუალურ აღიარებასაც იმსახურებს, რასაც ფენომენალური შედეგიანობით ადასტურებს.

ამ უამრავი გოლის გარდა, კეინმა ბუნდესლიგის ჩემპიონების რიგებში თავისი მრავალმხრივი, გამანადგურებელი სათამაშო კლასიც სრულად წარმოაჩინა. ამასთანავე, მან მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჯილდო, როგორც წესი, გადაეცემა ფეხბურთელს, ვისაც საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჰქონდა, რთულია ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ კეინი პოდიუმის უმაღლეს საფეხურს დაიკავებს.'' - წერს Goal

,,ოქროს ბურთის'' 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ჰარი კეინი

  2. ლამინე იამალი

  3. ლეო მესი

  4. მაიკლ ოლისე

  5. კილიან მბაპე

  6. როდრი

  7. უსმან დემბელე

  8. ერლინგ ჰოლანდი

  9. ხვიჩა კვარაცხელია

  10. პაუ კუბარსი

სხვა სტატიები