Belive

ჯარიმიდან ყველაზე მეტი გოლი - მესი მეორე პოზიციაზე გადავიდა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, MLS-ის ჩემპიონატში ინტერ მაიამიმ სან დიეგოსთან ფრედ 2:2 ითამაშა. ლეო მესიმ მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც თავის კარიერაში 930-ე იყო, მაიამის გუნდის მაისურით კი მან უკვე 101 გოლი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ მორიგი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმიდან, რომელიც კიდევ ერთი მიღწევაა არგენტინელი ლეგენდისთვის, ეს მის კარიერაში 75-ე გოლია, რომელიც ჯარიმიდან იყო შესრულებული და ისტორიაში ამით მესი მე-2 პოზიციაზეა. ლეოს პირველ ადგილამდე მხოლოდ 3 საჯარიმო დარტყმა აშორებს, მის წინ კი მხოლოდ მარსელინო კარიოკაა.

სრულად ისტორიაში ყველაზე მეტი ჯარიმის გამტანი TOP 5 ასე გამოიყურება:

  1. მარსელინო კარიოკა - 78

  2. ლეო მესი - 75

  3. ჟაირ როზა პინტო - 74

  4. რობერტო დინამიტე - 73

  5. ჟუნინიო პერნამბუკანო - 72

სხვა სტატიები