ვინ გავარდა ლა ლიგიდან?
ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელმა ტურმა განსაზღვრა ის, თუ რომელი გუნდები გავარდებოდნენ მეორე დივიზიონში.
მატჩი, სადაც შედეგები გადაწყდა, მონტილივიში გაიმართა. ჟირონას გამარჯვება სჭირდებოდა და ამ შედეგით მათ ასევე შეეძლოთ მალიორკას გადარჩენა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ოვიედო დაამარცხა.
ჟირონა ელჩესთან ალვარო როდრიგესის გოლით ადრევე ჩამორჩა და მიუხედავად იმისა, რომ არნაუ მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა, მოპოვებული 1 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის შესაცვლელად.
ჟირონამ 41 ქულა დააგროვა - მალიორკამ, ოსასუნამ და ლევანტემ კი თანაბარი - 42 ქულა (ურთიერთშეხვედრებში მიღებული უპირატესობით უფრო მაღლა ოსასუნა და ლევანტე აღმოჩდნენ). ოვიედო რამდენიმე ტურით ადრე ოფიციალურად დაქვეითებული იყო, ასე რომ, მას ლა ლიგა 2-ში ჟირონა და მალიორკა შეურთდებიან.
ლა ლიგა 2-დან გადმომსვლეთა შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს გარანტირებული აქვს გიორგი გულიაშვილის რასინგს, ხოლო ორ გუნდს დარჩენილი ორი ტური და პლეი-ოფის შეხვედრები გადაწყვეტს.