სიმეონე ალვარესს ენდობა - ატლეტიკოს მწვრთნელი არგენტინელს მოთმინებისკენ მოუწოდებს
დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესს არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, მოთმინებისკენ მოუწოდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ბარსელონასთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში, საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
ამ მარცხით, ატლეტიკოსთვის ლა ლიგაში ზედიზედ შვიდმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. მადრიდელები მე-10 წუთზე ჯულიანო სიმეონემ დააწინაურა. ბარსელონას მხრიდან კი, ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ, ხულიან ალვარესი კრიტიკის ობიექტი გახდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ორი ძალიან რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ალვარესს პირველი საგოლე მომენტი მატჩის მე-5 წუთზე შეექმნა, მაგრამ ჟოან გარსიასთან ერთ-ერთზე გასულმა, ეს შანსი ვერ გამოიყენა. მეორე ეპიზოდში კი, კვლავ მეკარის პირისპირ მყოფმა ბურთი მეტოქის კარს გაადაცილა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიმეონე ალვარესის თამაშით კმაყოფილი დარჩა და მას მხარი დაუჭირა.
ხულიანმა კარგი მატჩი ჩაატარა. საგოლე მომენტების გარდა, ის არაერთ შეტევაში მონაწილეობდა. ყველას გვინდოდა, რომ გაეტანა, მაგრამ მას ამის შანსი კიდევ მიეცემა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია.
ჩვენ ამ სეზონში დიდი მიზნები გვაქვს და მათ მისაღწევად, საუკეთესო ფორმაში მყოფი ალვარესი გვჭირდება. მის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. - დიეგო სიმეონე
ამ ეტაპზე, ატლეტიკო, 28 ქულით, მესამე პოზიციაზეა. მადრიდელები ლიდერ ბარსელონას ხუთი ქულით ჩამორჩებიან, მეორეადგილოსან რეალს კი, ორით.
🚨 Diego SIMEONE 🇦🇷 défend Julián ÁLVAREZ 🇦🇷 après la défaite de l’Atlético face au Barça (1-2) 👇 :
— Actu Foot (@ActuFoot_) November 8, 2026
🗣️ « Nous aurions tous voulu qu’il retrouve son efficacité habituelle, mais nous allons l’attendre, parce que c’est un grand joueur, nous l’aimons. ❤️
POUR ARRIVER LÀ OÙ NOUS… pic.twitter.com/qcuGyID3dl