Belive

ვინ გახდება 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონი? მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა Goal.com-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ 2 წელია დარჩენილი, მაგრამ ტურნირის გარშემო მღელვარება უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით, მასპინძელ ქვეყნებში. ევროპის წამყვანმა ნაკრებებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა ახლახან დაიწყეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სხვებზე უდავოდ უკეთეს ფორმაშია. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრია სათამაშო, მაგრამ პოტენციურ ფავორიტებზე საუბარი მაინც შესაძლებელია.''

მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები, რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

Goal-ის ვერსიით, მუნდიალის ფავორიტთა ხუთეულში, ასევე, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და კოლუმბია მოხვდნენ.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით:

  1. არგენტინა

  2. ესპანეთი

  3. ინგლისი

  4. გერმანია

  5. კოლუმბია

  6. ნიდერლანდები

  7. პორტუგალია

  8. იტალია

  9. საფრანგეთი

  10. ბრაზილია

  11. ურუგვაი

  12. ბელგია

  13. ხორვატია

  14. კანადა

  15. მექსიკა

  16. აშშ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები