მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატები შესაძლოა კვლავ ზამთარში ჩატარდეს
FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატებზე ისაუბრა და ყურადღება ტურნირების კალენდრის ცვლილებაზე გაამახვილა. ინფანტინოს განცხადებით მსოფლიო ჩემპიონატების გადატანა ზაფხულიდან, კვლავ იმ პერიოდში განიხილება როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ანუ მუნდიალი შემოდგომის მიწურულს უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდა.
მოგეხსენებათ, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ტარდება, სწორედ ამის გამო FIFA-ს პრეზიდენტი მუნდიალის კალენდრის გადაწევაზე კვლავ ალაპარაკდა.
ჩვენ უკვე დეტალებს განვიხილავთ და ეს საქმე მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება, ეს ზოგადი სურათია, რადგან ივლისში ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ცხელა, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. თუ გვსურს შესაფერის კლიმატურ პირობებში თამაში უნდა ავირჩიოთ მარტი ან ოქტომბერი.
ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო თვე ივნისი, ევროპაში ფართოდ არ გამოიყენება. შესაძლოა, კალენდრის ოპტიმიზაციის გზები არსებობდეს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვნახოთ როდის მივალთ დასკვნამდე. ყველა ელემენტი უნდა გავითვალისწინოთ თუ რომელ ქვეყანაში როდის ტარდება ჩემპიონატები და როგორ შეგვიძლია დავგეგმოთ ტურნირი ისე, რომ ყველასთვის მოსახერხებელი იყოს. - ჯანი ინფანტინო - FIFA-ს პრეზიდენტი
La #FIFA apre ai #Mondiali solo di inverno a partire da quelli in Arabia Saudita nel 2034. Il presidente Gianni #Infantino: «Riflettiamoci»https://t.co/I0LRqpgRp1
— Calcio e Finanza (@CalcioFinanza) October 9, 2025
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს, აღნიშნული მუნდიალი ტრადიციულად ივნისსა და ივლისში ჩატარდება, თუმცა აქაც 16 ადგილიდან 10-ში მაღალი სიცხის რისკები არსებობს.