Belive

მთავარმა მწვრთნელმა მამის გარდაცვალების შესახებ პრესკონფერენციაზე გაიგო

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ჰარი კეინის დუბლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მექსიკას დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ კონგოს მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა - ეს ყველაფერი კი სრულად არასაფეხბურთო გარემოებამ გამოიწვია.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომელმაც საოცარი უტაქტობა გამოავლინა და მთავარ მწვრთნელს მამის გარდაცვალების შესახებ, პირდაპირ პრესკონფერენციაზე შეატყობინა.

"კითხვები აღარ გაქვთ? მადლობა. გაცნობებთ, რომ მთავარ მწვრთნელს მამა გარდაეცვალა. ვუსამძიმრებთ."

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა სიტყვები, რომლის გაგონებაც სებასტიენ დესაბრეს სურდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან სწორედ ამ დროს გაიგო ოჯახური ტრაგედიის შესახებ, რაზეც მისი სახის გამომეტყველების მკვეთრი ცვლილებაც მოწმობს.

იმედგაცრუებისა და ტკივილის მიუხედავად, სებასტიენ დესაბრემ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

სხვა სტატიები