Belive

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? | GiveMeSport-მა კვარას ვრცელი სტატია მიუძღვნა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

პასუხი კითხვაზე, რომელიც სტატიის სათაურად არის მოცემული, ქართველმა გულშემატკივარმა უკვე კარგად იცის. თუმცა საინტერესოა, თუ რა კუთხით შეაფასა ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე სპორტული მედიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ონლაინ გამოცემამ.

ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი ცოტა ხნის წინ უცნობი იყო, თუმცა დღეს იგი "ნაპოლის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მას დიდი მომავალი ელოდება.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა

კვარაცხელიას სამშობლო ევროპაში მდებარე სახელმწიფო, საქართველოა. იგი მარცხენა შემტევად თამაშობს. თავის ქვეყანაში ძალიან აფასებენ და წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება უკვე 2-ჯერ აქვს მოგებული. ნაკრებში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და 50 გოლსაც უმიზნებს.

მისი სიმაღლე 1.83 მეტრს შეადგენს. პროფესიონალურ დონეზე, მას ძირითადად რუსეთში აქვს ნათამაშები, თუმცა ახლა იგი საოცრებებს სერია A-ს ბინადარ კლუბ "ნაპოლიში" ჩადის. ყველა კლუბში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 30-ზე მეტ გოლს და ამდენივე საგოლე გადაცემას მოუყარა თავი (Transfermarkt-ის მონაცემებით).

საოცარია ის სტატისტიკა, რომელსაც კვარაცხელია "ნაპოლიში" აჩვენებს: მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ჩატარებულ მატჩებს აღემატება. არცაა გასაკვირი, რომ მისი სახელი ევროპის უდიდეს გუნდებს უკავშირდება.

რამდენი წლისაა ხვიჩა კვარაცხელია?

მხოლოდ 22 წლისაა - კვარაცხელია 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა. მისი სათამაშო კლასიდან გამომდინარე, შესაძლოა იფიქრეთ, რომ ასაკით უფრო მეტისაც იყო.

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? | GiveMeSport-მა კვარას ვრცელი სტატია მიუძღვნა  | belive.ge

ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება

კვარაცხელიას შესაძენად "ნაპოლიმ" დაახლოებით £10-15 მილიონი გადაიხადა, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება კი, Capology-ის მიხედვით, სულ რაღაც £30.000-ს შეადგენს (რაც წელიწადში £1.5 მილიონია).

სატრანსფერო ჭორები

სერია A-ში თავის გამოჩენის შედეგად, პირველივე სეზონში ყურადღების ცენტრში მოექცა. არ არსებობს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიური კლუბი მას მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეელევა. Transfermarkt-ის თანახმად, მისი შეძენით "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" ინტერესდებიან, თუმცა ცხადია, რომ ამ დონეზე თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, მისი დამატება ნებისმიერ ევროპულ კლუბს ენდომება.

აქვს თუ არა კვარაცხელიას ტიტული მოგებული?

ჯერჯერობით, ქართველ შემტევს მხოლოდ 1 ტიტული აქვს მოგებული: რუსეთის თასი მან 2019 წელს, მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშისას მოიგო. დიდი ალბათობით, ეს რიცხვი სეზონის ბოლოს შეიცვლება.

მისი ასაკის მიუხედავად, კვარაცხელიას დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ნებისმიერ გუნდში საკვანძო როლის შესრულება შეუძლია. ფეხბურთელების იოლად მოტყუების უნარს დარტყმის სიზუსტეც ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია მომდევნო წლებში მსოფლიო კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

სხვა სტატიები