Belive

"ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა მო სალაჰი შეცვალოს" - Footballtransfers

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულიდან" სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი მიდის, გუნდში კი შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა ინგლისური გუნდის რიგებში მოხდეს მოჰამედ სალაჰის გუნდიდან წასვლაა, ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა footballtransfers აქვეყნებს.

ეგვიპტელ ფეხბურთელზე ხშირი იყო საუბრები, რომ ის შეიძლებოდა გადასულიყო საუდის არაბეთის პრო ლიგაში, მაგრამ მსოფლიოს რეკორდული შეთავაზება შარშან უარყვეს, ეს ზაფხული კი შეიძლება განსხვავებული იყოს. თუ სალაჰი გუნდს დატოვებს "ლივერპული" 5 ფეხბურთელიდან ერთ-ერთის გადაყვანას შეეცდება, მათ რიგებში კი ხვიჩა კვარაცხელიაცაა, ქართველ ფეხბურთელზე სპორტული საიტი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი სერია A-ში წარმატებულად ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელია, ის საკმარისად კარგია, რომ მოპირდაპირე მხარეს ითამაშოს და ასევე წარმატებულად გააგრძელოს ასპარეზობა.

კვარას გარდა სიაში არიან: იერემი პინო, იოჰან ბაკაიოკო, კრისენსიო სამერვილი და ალექსის საელემეკერსი.

სხვა სტატიები