ვილი სანიოლი: "ისევ სამი მცველით ვითამაშებთ"
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო შესვენებისას, მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა სტუმრად ლიეტუვის ნაკრები, ანგარიშით 0:2 დაამარცხა. ნაკრებში ვხედავთ ახალ სახეებს, ტაქტიკური მონახაზი კი ისევ სამმცველიანია - ამასთან დაკავშირებით ვილი სანიოლმაც ისაუბრა.
სამმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდით, რადგან გასულმა თვეებმა დამანახა, რომ 4 მცველით სათამაშოდ ჯერ მზად არ ვართ. გვყავს ახალი სახეები, აქამდე ჩვენთტან არ იყვნენ ბერიაშვილი და გადრანი - სქემაში თავი მათაც უნდა დაიმკვიდრონ.
ფეხბურთელთა უმეტესობამ 3-მცველიანი სისტემა მშვენივრად იციან, ამიტომ, ალბათ, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ თამაშს - რეალურად, მე ვფიქრობ, ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ რეაგირებს გუნდი სხვადასხვა სიტუაციაში.
ამ ორ თამაშში ბევრი კარგი რამ ვნახეთ, თუმცა ვიცით, რომ უამრავ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი. ძალიან მომეწონა ხვიჩას თამაში მეორე ტაიმში, ის ნამდვიილი ლიდერივით იქცეოდა - მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ერთიანობის შექმნას ცდილობენ. - განაცხადა ვილი სანიოლმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, პირველი ამხანაგური მატჩი ისრაელთან ფრედ, 2:2 ითამაშა.