უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
უსმან დემბელემ გაამხილა, რა სახალისო და კომპლიმენტური მეტსახელები შეარქვეს ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ კლუბში. "The Athletic"-ისთვის, კვარაცხელიასა და ფაბიან რუისზე მიცემულ ინტერვიუში, დემბელემ გაამხილა, თუ როგორ აღიქვამენ ქართველს გუნდის შიგნით. ფრანგმა თავმდამსხმელმა, თანაგუნდელის შესახებ, ქება-დიდება არ დაიშურა.
დემბელემ ცხადჰყო, თუ რამდენად მაღალ შეფასებას იმსახურებს კვარა, საფრანგეთის დედაქალაში. ფრანგმა თანაგუნდელი შეაქო და ხაზი გაუსვა მის ევროპულ გამოცდილებას და გუნდის წარმატებაში შეტანილ უდიდეს წვლილს.
ის საოცარი ფეხბურთელია - ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი და ფეხბურთლი მსოფლიოში. გასულ წელს მას წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა და ჩვენთვის ის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მას უამრავი მეტსახელი აქვს. აქ მას "საუკეთესოს" ან "კვარადონას" ვეძახით. - უსმან დემბელე
როდესაც თავად ხვიჩას ჰკითხეს თუ რომელი ერჩივნა, მან მაშინვე "კვარადონა" აირჩია. ამ მეტსახელს განსაკუთრებული კავშირი აქვს მის წარმატებულ პერიოდთან ნაპოლიში.
ჩემი ფავორიტი კვარადონაა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ნაპოლიში ვითამაშე. როცა ასე მომმართავენ, ეს ჩემთვის, პრივილეგიაცაა და გარკვეული წნეხიც. როცა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს გადარებენ, ამასთან გამკლავება ნამდვილად რთულია. მარადონას ვერავინ შეედრება, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. - ხვიჩა კვარაცხელია
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და 'პარკ დე პრენსზე' სლოვან ბრატისლავა, გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ხვიჩას, სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში, პსჟ, ბრესტს დაუპირისპირდება და სამი ცნობილი სპორტული გამოცემის თანახმად, კვარაცხელია, უდიდესი ალბათობით, შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
🔴🔵📣 Dembélé sur Kvaratskhelia
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) September 11, 2026
🫂 « C'est un joueur incroyable, l'un des meilleurs ailiers, l'un des meilleurs joueurs au monde ».
💫 « L'année dernière, il a réalisé une saison incroyable ; il est très, très, très important pour nous. Il a tellement de surnoms ; ici, on… pic.twitter.com/j94ILwZXzK