Belive

"მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს შევადარებ" - ლასლო ბოლონი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2 ოქტომბერს, 22:45 საათზე, უნგრეთისა და საქართველოს მატჩი გაიმართება. ერთა ლიგის B-დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის პრინციპულია, რადგან უნგრეთსა და საქართველოს მხოლოდ 1-1 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ.

პრინციპულ დაპირისპირებამდე უნგრულ მედიას გიორგი მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი ესაუბრა - ლასლო ბოლონიმ ქართველი შემტევის უპირატესობებს გაუსვა ხაზი და ის ლეგენდარულ ემილიო ბუტრაგენიოს შეადარა.

ჩვენთვის ის ყოველთვის "მიკო" იყო. მეცმა თავიდან ის ბელგიის ერთ პატარა კლუბში გაანათხოვრა - მიქაუტაძის არყოფნის პერიოდში მუდმივად ვცდიდით ახალ შემტევებს, მაგრამ არცერთი მათგანი გამოირჩეოდა იმ უნარებით, რომელიც მას გააჩნდა. მიქაუტაძე ბრწყინვალე ბიჭია - მასთან ხუმრობაც შეგიძლია და სერიოზული საუბარიც. მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს შევადარებდი. ჭკვიანი ფორვარდია, რომელსაც მომენტის განსაკუთრებული გრძნობა გააჩნია.

უნგრეთსა და საქართველოს ძალიან სჭირდებათ ქულები. თუ არ მეშლება საქართველოს დიდი ხანია სერიოზული მეტოქისთვის არ მოუგია. საქართველოს ნაკრებს გრანდად და დიდ გუნდად ვერ მოვიხსენიებ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს, როდესაც ასეთ გუნდებთან თამაში ჩვენი კარნახით უნდა წარვმართოთ. - ლასლო ბოლონი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა და მეცს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა. რაც შეეხება ბოლონის - რუმინელი სპეციალისტი მეცს 2022-24 წლებში წვრთნიდა და კლუბიდან წასვლის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

სხვა სტატიები