"ვერაფერს ვიტყვი, ურთულეს მეტოქეს ვხვდებით" - ვენსან კომპანი რეალთან მატჩის შემდეგ
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი მადრიდის რეალთან უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ორმატჩიან დუელში გამარჯვების (6:4) შემდეგ საუბრობს.
"ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. დიდი რწმენა გვქონდა, რომ სირთულეებს დავძლევდით. შეგვიძლია თავი მაღლა ავწიოთ.
მომდევნო მეტოქეზე პასუხის გაცემა რთულია. ისინი მადრიდის რეალთან ერთად ყველაზე დიდები არიან. ეს ისეთი რამაა, რაზე საუბარიც გამიჭირდება.
ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრის და მე ყოველთვის მემახსოვრება ის ფინალური ზეიმი გულშემატკივრებთან, ამის ამსახველი ფოტო. დღეს ჩვენ დიდი ხასიათი გამოვავლინეთ, გვწამდა, რომ სირთულეებს დავძლევდით.
მადრიდის რეალი ძალიან ძლიერი გუნდია. მათ უზარმაზარი ინდივიდუალური ხარისხი აქვთ. ეს ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული ღამეა.
უკმაყოფილო ვარ ჩემი ყვითელი ბარათით. ბევრი ემოცია დაგროვდა და მეოთხე მსაჯმაც უნდა მოგვისმინოს. ბევრი ემოცია გვქონდა და მესმის, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაში, მსაჯმა ყვითელი ბარათი უნდა გამოიყენოს, მაგრამ ახლა ასე არ მომხდარა.
მოედანზე მოხდა რამდენიმე რამ, რაც არასწორი გახლდათ. ჩემი ყვითელი ბარათი ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი არ არის, ჩემს პერსონალს ვენდობი", - ამბობს ვენსან კომპანი.
მიუნხენის ბაიერნი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უნდა შეხვდეს.