პსჟ-მ პირველი ტრანსფერი განახორციელა | მონაკოს ლიდერი პარიზში ითამაშებს
ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ, ალჟირული წარმოშობის ფრანგი ტალანტის - მაგნეს აკლიუშის ტრანსფერის შესახებ მონაკოსთან შეთანხმებას მიაღწია. "L’Équipe"-ის ინფორმაციით, მონაკომ პარიზელების 50-მილიონიანი შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.
რამდენიმე უარყოფილი წინადადების შემდეგ, ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბები ტრანსფერის ფინანსურ და კონტრაქტის დეტალებს დიდი ხანი აგვარებდნენ, პსჟ ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტალანტის ხელში ჩასაგდებად ყველაფერი გაიღო.
🤝✅ Maghnes Akliouche va bien devenir un joueur du PSG. Le club de la capitale et l'AS Monaco ont trouvé un accord total à hauteur de 50 millions d'euros pour le transfert du milieu international français (24 ans). Il va signer à Paris un contrat de cinq ans.@FabriceHawkins pic.twitter.com/Sa6TltBxMc
— RMC Sport (@RMCsport) July 31, 2026
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-მ მაგნეს აკლიუშისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
24 წლის ნახევარმცველმა მონაკოს აკადემია გაიარა და ბოლო სეზონებში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კლუბის მაისურით მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 139 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა მიითვალა.
აკლიუშისთვის 2025-26 წლების სეზონი განსაკუთრებით პროდუქტიული გამოდგა - 43 შეხვედრაში 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. მისი სტაბილური თამაში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებითა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებით დაფასდა.
ახალი სეზონის წინ პარიზელები შეტევის გაძლიერებას გეგმავენ. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, პსჟ ფრანგული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგების დახურვასთან ძალიან ახლოსაა. მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და სულ მალე აკლიუში კარიერას საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში გააგრძელებს.