კილიან მბაპე: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემთვის ოქროს ბურთზე უფრო მნიშვნელოვანია"
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაფერზე მეტად სურს და ამ ტიტულს ოქროს ბურთის მოგებაზე მაღლა აყენებს. ფრანგმა თავმდამსხმელმა ამის შესახებ, ინტერთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. რეალმა, მბაპესა და ვალვერდეს გოლებით, პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ორივე გოლი, ინტერის ფეხბურთელების შეცდომის შედეგად გავიდა. სტუმართა მხრიდან კი, ერთადერთი გოლი, კარლოს ავგუსტომ გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერი შეხვედრის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ. ჟოზე მოურინიოსთვის, ეს, კლუბში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი გამარჯვება იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, მბაპემ საკუთარ სურვილებზე ისაუბრა.
ჩემთვის მთავარი მიზანი და ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ოქროს ბურთთან დაკავშირებით მე უკვე ვისაუბრე. მაგრამ, ამასთან შედარებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მე ჩემი ოცნების კლუბისთვის ვთამაშობ. - კილიან მბაპე
მბაპე რეალს 2024 წელს შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგას, ჯერ არსენალთან, შემდეგ კი, ბაიერნთან, 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
🚨🗣️ Kylian Mbappé: "Winning the Champions League with Madrid is more important than winning the Ballon d'Or for me." pic.twitter.com/qQMEvk00C8
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 8, 2026