ვალტერ მაცარი: "ტაქტიკის შეცვლით მინდოდა ბიჭებისგან მეტი დაცვა მიმეღო"
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერ თასზე, რომელიც ოთხთა ფორმატში ტარდება, "ნაპოლიმ' "ფიორენტინა" 3:0 დაამარცხა და ფინალში, "ინტერსა" და "ლაციოს" შორის საუკეთესოს დაელოდება. ნაპოლის თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ ტრადიციული 4-3-3-ის ნაცვლად, ვალტერ მაცარიმ საკუთარი გუნდის ტაქტიკა გადააწყო და ნეაპოლელები მოედანზე 3-4-3 სქემით გამოვიდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ მაცარიმ ჟურნალისტებთან თავისი გადაწყვეტილება ახსნა.
სიმართლე გითხრათ, ვნახე უკანასკნელი თამაში, რომელიც ფიორენტინამ ნაპოლის 3-1 მოუგო, ეს ჩემს დანიშვნამდე მოხდა და ვვარაუდობდი, რომ ფიორენტინა თამაშის იგივე სტილს გამოიყენებდა. სწორედ ამის გამო შევცვალე ტაქტიკა და ბიჭებისგან მეტი დაცვა მოვითხოვე, ამის გარეშე ფლორენციელებისგან პრობლემები შეგვექმნებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ 3-4-3 დიდი ცვლილებაა, თანაც იმის ფონზე, რომ აურელიანო დე ლაურენტისს ნათქვამი აქვს რუდი გარსიას მოყვანის მიზეზი, პრეზიდენტს სურდა ნაპოლის სპალეტის 4-3-3-ით ეთამაშა,
ნაპოლი გასულ სეზონთან შედარებით შეცვლილია და ბუნებრივია, რომ ისე ვეღარ ვითამაშებთ, როგორც სპალეტის დროს. მე იძულებული გავხდი რაღაცები შემეცვალა, ფეხბურთელებმა იციან, რომ წინა სეზონის მსგავსად თამაში შეუძლიათ, თუმცა არა კოპირებით.
კარგია, რომ ახლა სხვა ვარიანტებიც გვაქვს, რათა უფრო არაპროგნოზირებადები ვიყოთ. თუ გახსოვთ, წინა სეზონის ბოლოს ნაპოლის გაუჭირდა, რადგან მეტოქეები გულდასმით გიკვლევენ და იგივეს წარმატებით გამეორება რთული ხდება.
- განაცხადა პრესკონფერენციაზე ვალტერ მაცარიმ
ხვიჩა კვარაცხელიამ ფიორენტინასთან შეხვედრაში საშუალოზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, ქართველ შემტევს იშვიათად ჰქონდა ბურთი და მეტოქისთვის ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდა. მაცარიმ კვარაცხელია 71-ე წუთზე შეცვალა.