ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის შემტევი, მოჰამედ სალაჰია.
საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გამოცემა ,,კვარადონად'' კიდევ ერთხელ მოიხსენიებს.
,,რა ხდის მას განსაკუთრებულს - ის არის არაპროგნოზირებადი გარემარბი, რომელსაც მცველების დამარცხება, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია.
ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა - პსჟ-ს შემადგენლობაში კვარადონას ლიგა-1-ში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთი-ერთზე წარმატებული თამაშის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს.
რატომ არის ის ამ სიაში - ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ ჟერმენის სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებლად წარიმართა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ნაპოლიდან 80 მილიონის სანაცვლოდ კვარაცხელია გადაიბირეს, ფრანგული გიგანტი ტრანსფორმირდა, ქართველი ფეხბურთელი კი პსჟ-ს თავსატეხის ბოლო ელემენტი გამოდგა. შეტევაში კვარას თავდაჯერება მას იმდენად არაპროგნოზირებადს ხდის, რომ მისი შეკავება საუკეთესო დაცვისთვისაც კი შეუძლებელია. მისი გადასვლა პსჟ-ში დემბელესა და დუეს გადასვლას დაემთხვა, რითაც გუნდი ევროპაში ყველაზე ძლიერ შემტევ ძალად იქცა.
რა იქნება მომავალში - 24 წლის ასაკში კვარას ფეხებთან მთელი მსოფლიო აქვს. ამ სეზონში მან პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ლიგა 1 მოიგო და ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსაც შეუტევს. საქართველოს ნაკრებიც, ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ერთ-ერთი პრეტენდენტია. კვარაცხელია, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცეს.'' - წერს ESPN
რეიტინგში მეორე ადგილს ლამინე იამალი იკავებს. ხუთეულში, ასევე, რაფინია, ვინისიუს ჟუნიორი და უსმან დემბელე მოხვდნენ.
მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბი ESPN-ის ვერსიით:
მოჰამედ სალაჰი - ლივერპული, ეგვიპტე
ლამინე იამალი - ბარსელონა, ესპანეთი
რაფინია - ბარსელონა, ბრაზილია
ვინისიუს ჟუნიორი - რეალი, ბრაზილია
უსმან დემბელე - პსჟ, საფრანგეთი
ბუკაიო საკა - არსენალი, ინგლისი
ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ, საქართველო
ლეო მესი - ინტერ მაიამი, არგენტინა
ნიკო უილიამსი - ბილბაო, ესპანეთი
როდრიგო - რეალი, ბრაზილია
Mohamed Salah edges Yamal, Raphinha and Dembélé to top a stacked list of wingers on ESPN’s #FC100 🔥
— ESPN FC (@ESPNFC) June 4, 2025
🔗 Full ranking here: https://t.co/A6Vu7eU9gx pic.twitter.com/sMo18o04mv