რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან შეხვედრაში?
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, ხავის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 93 წუთი გაატარა.
კვარამ Sofascore-სგან 7.6-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ ალექს მერეტს (8.1) ჩამორჩა.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 50-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, 12-დან 7 დუელი მოიგო და 28-დან 25 (88%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
7.1 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა (უფრო მაღალი შეფასება მერეტმა და პოლიტანომ მიიღეს).
,,ნაპოლი'' მომავალ მატჩს კვირას, 17 მარტს, სერია A-ში, ,,ინტერთან'' სტუმრად გამართავს.