Belive

ვალტერ მაცარი: "კვარაცხელია ყოველ ჯერზე 3-4 კაცს ვერ მოატყუებს"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. ლეაუს ზუსტი პასით ტეო ერნანდესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. ვალტერ მაცარიმ ტაიმები სხვადასხვა ტაქტიკით დაიწყო. პირველში აშკარად 3-5-1-1 იყო, რომელშიც გამოკვეთილი თავისუფალი მოთამაშის როლს ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, ის სიმეონეს უკან მოედნის შუა ნაწილს ითვისებდა. მეორე ტაიმში მაცარი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა, ხვიჩაც გაცილებით ხშირად იყო თავისთვის ნაცნობ მარცხენა ფლანგზე. იმუშავა თუ არა კვარაცხელიას 10-ის პოზიციიაზე დაყენებამ მაცარიმ ასე უპასუხა:

ის ცდილობს სხვადასხვა სივრცეების პოვნას, მაგრამ სადაც მიდის, სამი მცველი ელოდება. ზოგჯერ მცველები მის წინააღმდეგ უხეშობენ, ასეთ დროს მათი დასჯა აუცილებელია. როდესაც ხვიჩა ხედავს, რომ მის ირგვლივ გალია მოაწყვეს, შეუძლია მიმართულება მოედნის ცენტრისკენაც აიღოს, მაგრამ თანაგუნდელების დახმარებაც ესაჭიროება, რომ მოწინააღმდეგეები გადაადგილებით ჩამოაცილონ. ყოველთვის არ უნდა ელოდო, რომ კვარა 3-4 კაცს მოატყუებს - განაცხადა ვალტერ მაცარიმ

მილანმა, თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სან სიროზე, პირველად დაამარცხა ნაპოლი. ვალტერ მაცარის გუნდი 35 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

სხვა სტატიები