რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ლე ავრთან მატჩში?
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ლე ავრმა პსჟ-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ 37-ე წუთზე გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობითაც გამოირჩეოდა. ქართველმა ბევრჯერ გაამწვავა თამაში, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა. ხვიჩამ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა, აქედან მალევე კი დეზირე დუემ გააფუჭა პენალტი. კვარაცხელიამ 6.7-დან 7.1-დე შეფასება დაიმსახურა (sofascore და whoscored მიხედვით).
პსჟ ჩემპიონატის ლიდერია და მეორეზე მყოფ ლანსს 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მომდევნო შეხვედრას მონაკოს წინააღმდეგ, 6 მარტს გამართავენ.
Victoire et trois points pour nos Parisiens au Havre 🤝#HACPSG I #Ligue1 pic.twitter.com/naM8pnokzv
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) February 28, 2026