პარი სენ-ჟერმენს კვარას შემცვლელის ერთი კანდიდატურა უკვე ჰყავს
ხვიჩა კვარაცხელიას ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად დაიწყო ფეხბურთელების მოძიება. პარიზულ კლუბს შემტევ ხაზში გაძლიერება სურს, ამისთვის კი საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონები ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს აკვირდებიან.
The Sun Football-ის ინფორმაციით პარი სენ-ჟერმენი 18 წლის მექსიკელის ხილბერტო მორას ტრანსფერით ინტერესდება, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ლივერპულმა უკვე გააკეთა 40 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება, ხოლო პსჟ ამ ბრძოლაში, სავარაუდოდ, იანვარში ჩაერთვება.
🚨#PSG Following Khvicha Kvaratskhelia's ACL injury, PSG have stepped up their search for attacking reinforcements. 🎯 Gilberto Mora is among the players being considered by the French champions. 👀 Liverpool are also said to have made a €40 million offer, with PSG expected to enter the race in January.
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) October 23, 2026
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, პსჟ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, უახლოეს დღეებში კი მას ოპერაცია ჩაუტარდება.