ვალენსია: "ინციდენტში მონაწილე გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალებათ"
ლა ლიგის 35-ე ტურში, "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალს" შორის "მესტალიაზე" გამართული შეხვედრის დროს (1:0) მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ადგილობრივი კლუბის გულშემატკივრებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, "ღამურებმა" განცხადება გაავრცელეს.
"კლუბი კატეგორიულად გმობს ამ ტიპის ქცევას, რომელსაც ადგილი არ აქვს ფეხბურთში და არ შეესაბამება "ვალენსიას" და მისი გულშემატკივრების ღირებულებებს.
"ვალენსია" თავისი მუდმივი ვალდებულებით რასიზმისა და ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ პოლიციამ გამოავლინა გულშემატკივარი, რომელმაც რასისტული ჟესტები გააკეთა ვინისიუსის წინააღმდეგ და ამავე დროს კოორდინირებულად მუშაობა გრძელდება, რათა სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენაც მოხერხდეს.
მოვლენების მომენტიდან მიმდინარეობს ყველა არსებული ჩანაწერის ანალიზი. მუშაობა გრძელდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს მომხდარი და მოჰყვეს რეაგირება.
"ვალენსიამ" უკვე დაიწყო დისციპლინარული განხილვა და ინციდენტში ჩართული გულშემატკივრების მიმართ მაქსიმალური სიმკაცრე იქნება გამოყენებული, მათ სამუდამოდ აეკრძალებათ სტადიონზე შესვლა.
ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას რასიზმის წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი მოქმედებით, როგორც 2019 წელს, როდესაც უეფას ევროპა ლიგის მატჩის დროს "არსენალის" გულშემატკივრები ფაშისტური ჟესტების გამო დასაჯეს", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა”
"ვალენსიამ" მადრიდის "რეალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.