Belive

ანდონი ირაოლა: "გიორგი მამარდაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებს"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპული, ხვალ, ინგლისის ლიგის თასზე, ტოტენჰემს დაუპირისპირდება. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ, პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი მეკარე, ხვალინდელ შეხვედრას, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

მეკარეს შევცვლი თუ არა? დიახ. ალისონი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ გიორგისაც ძალიან ვაფასებ. მას ჯერ კიდევ ვალენსიადან ვიცნობდი. სანამ ლივერპულში მოვიდოდი, მისი დამატება ბორნმუთშიც გვინდოდა. ის ძალიან კარგი მეკარეა და ხვალინდელ შეხვედრას, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. - ანდონი ირაოლა

ლივერპულმა, მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები, სატურნირო ცხრილში, მეშვიდე პოზიციაზე არიან, გუნდს, ჯერჯერობით, წაგება არ აქვს. (1 მოგება და 3 ფრე). პრემიერ ლიგის გარდა, ანდონი ირაოლამ პირველი ჩემპიონთალიგური გამარჯვებაც მოიპვა, როდესაც ლივერპულმა, მადრიდის ატლეტიკო, 2:1 დაამარცხა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზეც იწერებოდა. ქართველი მეკარით, ყველაზე მეტად ნოტინგემ ფორესტი იყო დაინტერესებული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მამარდაშვილი ლივერპულში დარჩა და ხვალინდელ დაპირისპირებაში, კარის მშრალად შენახვასაც ეცდება.

სხვა სტატიები