გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა | გმირობები და შეცდომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში "სევილიამ" სანჩეს პისხუანზე "ვალენსიას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ტრავმის შემდეგ ვალენსიას გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა, ქართველმა "ღამურების" ბოლო 5 მატჩი გამოტოვა. შეხვედრა ისე მიმდინარეობდა, რომ ქართველი მეკარე საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა. 61-ე წუთზე ვალენსიელების გატანილი გოლი სწორედ გიორგის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. გიორგიმ 2 ძალიან რთული ბურთის მოგერიებაც მოახერხა (ეს მომენტები გამოარჩია როგორც ვალენსიასა და სევილიას ოფიციალურმა გვერდებმა, ასევე ლა ლიგამაც).
მატჩის გმირობამდე სულ რაღაც 1 წუთი რჩებოდა, როცა ადრია პედროსამ ძალიან შორი მანძილიდან გაისროლა, მამარდაშვილმა ნახტომში უხერხულად დაუხვედრა ხელი ბურთს და გოლი გავიდა. ამ მომენტის გამო მამარდას შეფასება 7.3-დან 5.9-დე დაეცა.
ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა, გუნდი მომავალ შეხვედრას "სოსიედადის" წინააღმდეგ მესტალიაზე ჩაატარებს.