უნდა გაეძევებინათ თუ არა კამავინგა? ექსპერტის შეფასება
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფას ყოფილმა მსაჯმა, კრისტინა უნკელმა, CBS Sports-ის ეთერში კამავინგას გაძევებაზე ისაუბრა:
,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ვალდებული ხარ ბარათი აჩვენო, თუმცა ამის გაკეთება არ გსურს.
ეს არის ყვითელი ბარათი, რომლის ჩვენებასაც თავად ფეხბურთელი გაიძულებს. იცი, რა გავლენას მოახდენს ეს მატჩის ბედზე, ამიტომ ცდილობ, წითელი ბარათი თავიდან აიცილო, თუმცა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაქვს.
მიზეზი აქ არა უშუალოდ მეტოქის შეკავება, არამედ ბურთის ხელში აღება, დროის გაყვანა და მისი მოშორებით გადაგდება იყო. პირველი ყვითელი ბარათი სრულიად ლოგიკურია - მეტოქე დაიჭირა და ამით შეტევა ჩაშალა. ეს ძალიან ცალსახა ეპიზოდია.“ - კრისტინა უნკელი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ბაიერნმა რეალი 4:3 დაამარცხა. შედეგად, კომპანის გუნდმა 2 მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.
Two things here:
— LBW (@losblancoswrld) April 15, 2026
1. Camavinga is stupid to do that while already on a yellow card
2. It's way too soft to send him off for this, especially when he dropped the ball right near the referee.pic.twitter.com/Tv29J7trm7