Belive

2026 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების 11-ეული

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი საინტერესო და ძვირადღირებული გარიგება შედგა. OneFootball-მა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლებშიც ევროპულმა გრანდებმა ყველაზე დიდი თანხები გადაიხადეს.

ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ასტონ ვილადან ლონდონის ჩელსიში გადასული მორგან როჯერსი გახდა, რომლის ტრანსფერმაც 138 მილიონი ევრო შეადგინა. მას მცირედით ჩამორჩება მანჩესტერ სიტის ახალწვეული ელიოტ ანდერსონი, რომელშიც ქალაქელებმა 135 მილიონი გადაიხადეს.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი - 2-2 ტრანსფერი რეალს, ტოტენჰემსა და ჩელსის ეკუთვნით:

სიმბოლური 11-ეული ასე გამოიყურება:

მეკარე:

  • ტრაფორდი - 46,7 მილიონი ევრო

მცველები:

  • კუკურელია - 55 მილიონი ევრო

  • ვან ჰეკე - 60 მილიონი ევრო

  • ჟაკე - 63,6 მილიონი ევრო

  • ლაკრუა - 60,7 მილიონი ევრო

ნახევარმცველები:

  • ანდერსონი - 135 მილიონი ევრო

  • ტონალი - 108 მილიონი ევრო

  • გიმარაესი - 87,5 მილიონი ევრო

თავდამსხმელები:

  • როჯერსი - 138 მილიონი ევრო

  • გორდონი - 80 მილიონი ევრო

  • დიომანდე - 125 მილიონი ევრო

r/soccer - The best XI made up of the most expensive confirmed transfers during the 2026 summer transfer window.

სხვა სტატიები