Belive

ლუის დიასმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და დაახლოებით თვე ნახევარს იუქმებს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან გამართული დაძაბული მატჩის (2:2) შემდეგ არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. კლუბის ცნობით, გუნდის ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ლუის დიასმა მარცხენა ბარძაყის მცირე ზომის კუნთი გაიწყვიტა.

ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ (MRI) აჩვენა, რომ ტრავმა თავიდან სავარაუდოზე ბევრად სერიოზული აღმოჩნდა და კოლუმბიელი ფეხბურთელი მინიმუმ ერთი თვით გამოაკლდება მოედანს.

შეგახსენებთ, რომ არსენალის წინააღმდეგ შეხვედრაში დიასი სათადარიგოთა სკამზე იყო და მწვრთნელმა ის მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შეუშვა, თუმცა 90-ე წუთზე ფეხბურთელი ცენტრში წაიქცა და შეცვლა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ სპორტულმა დირექტორმა დირექტორმა სიმშვიდე შეინარჩუნა და თქვა მეორე დღის სამედიცინო შემოწმებამ სრულიად სხვა რეალობა აჩვენა.

მიღებული ტრავმის გამო დიასი გამოტოვებს როგორც უახლოეს მატჩებს (ფრაიბურგთან, მაგდებურგთან, დორტმუნდთან, ატლეტიკოსთან და მაინცთან), ისე ნოემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ სანაკრებო პაუზას.

'BILD'-ის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესიდან გამომდინარე, შესაძლოა მისმა ტრავმამ ექვს კვირამდეც კი გასტანოს. ეს ბაიერნისთვის უდიდესი დარტყმაა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ კოლუმბიელმა შემტევმა ლაიპციგთან (6:1) გამართულ ბოლო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.

სხვა სტატიები