როგორც ესპანური პრესა იუწყება, ანტუან გრიზმანს "ბარსელონაში" დარჩენის მიზნით, ხელფასების შემცირება მოუწევს.
წყარო ამტკიცებს, რომ "ბლაუგრანა" ამას დაჟინებით მოითხოვს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ფრანგის "ატლეტიკოში" ან სხვა კლუბში გაშვებას ვერ მოახერხებენ.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კატალონიური კლუბისთვის კაპიტნის, ლიონელ მესის შენარჩუნებისა და მისთვის ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გადახდის მიზნით, გუნდის სხვა ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების შემცირება მოუწევდა, რათა ლა ლიგის წესდება სახელფასო ფონდთან დაკავშირებით და ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაერღვია. როგორც ჩანს, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ახალ ხელშეკრულებას პირველ რიგში ფრანგი შემტევი შეეწირება.
უფრო ადრე, კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ანტუან გრიზმანი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა მის ტრანსფერს არ გამორიცხავს.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2019 წლის ივლისში, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 99 შეხვედრა ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2021 წელს ესპანეთის სუპერთასის მოგება მოახერხა.