ბარსელონა გუნდში ნეიმარის დაბრუნებას განიხილავს
,,ალ ჰილალის'' შემტევი, ნეიმარი, შესაძლოა, ,,ბარსელონაში'' დაბრუნდეს. ინფორმაციას Sport.es ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაზილიელის გადაბირებას კატალონიური გრანდი იმ შემთხვევაში ეცდება, თუ გუნდი ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ვერ გაიფორმებს.
,,ბარსელონას'' სამიზნე მომავალ ზაფხულს სწორედ ნორვეგიელი იქნება, თუმცა ნეიმარს ,,ალ ჰილალთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის ვარსკვლავი მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
2023 წლის ოქტომბერში, ურუგვაისთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ნეიმარს თითქმის 1 წელია არ უთამაშია.
ბრაზილიელს ,,ალ ჰილალის'' მაისურით სულ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨 Barcelona want to sign Neymar on a free transfer when his Al-Hilal contract ends in June.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) October 3, 2024
They are hoping to strike a deal in January when he is free to talk to other clubs.
(Source: @Sport) pic.twitter.com/wJlWNBlBin