Belive

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბარსა ლეაუს დამატებას გეგმავს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე საათის წინ სპორტულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ბარსელონა" რაფა ლეაუს დამატებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს მეგატრანსფერის შესრულება ძალიან სურთ. თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, თავად პორტუგალიელსაც ძალიან სურს "ბარსაში" თამაში.

ფერნანდო პოლოს თქმით, "მილანი" 90 მილიონ ევროს ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" აღნიშნული თანხა არ აქვს, კატალონიელები ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვასაც აპირებენ.

რაფაელ ლეაუმ გასულ სეზონში "მილანის" მაისური 41-ჯერ მოირგო. პორტუგალიელმა ამ პერიოდში მეტოქის კარის აღება 15-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები