"უეფას 3 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ეს მომენტი სწორად შეეფასებინა" - ტონი კროოსი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ზე გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართულ მატჩში, მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა, სადაც გერმანიის სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნა. გუშინ უეფამ შეცდომა აღიარა, ამის საპასუხოდ ტონი კროოსი აღნიშნულ მომენტს ირონიულად გამოეხმაურა და სათანადო რეაქციაც ჰქონდა:
მათ (უეფას) 3 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ეს მომენტი სწორად შეეფასებინა, რომ ეს უფრო ხელბურთს ჰგავდა, ვიდრე ჩვენს სპორტის სახეობას. მომხდარი ეპიზოდიდან ეს მაშინვე ყველამ დაინახა. უეფას ეს აღიარება ძალიან მამშვიდებს, მაგრამ მადლობა აღარ იყო საჭირო. ამის შემდეგ შეიძლება, რომ ჩემს თავს ევროპის ჩემპიონი დავუძახო? ოფიციალურად ხომ აღიარეს? რაღაც არამგონია, რომ ევროპის ჩემპიონი მერქვას. - ტონი კროოსი
ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთი გერმანიას მეოთხედფინალში დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ოლმოსა და ვირცის გოლებით ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით მეორე ტაიმში მუსიალას დარტყმა კუკურელიას ხელზე მოხვდა, თუმცა ენტონი ტეილორმა მომენტი არ შეიმჩნია, ესპანეთმა 119-ე წუთზე მიკელ მერინოს თავური დარტყმით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.