ცვლილებები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე | გრანდები პატარა ნაკრებებთან აღარ ითამაშებენ
უეფა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2-დონიან საკვალიფიკაციო ეტაპს შემოიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვანი ნაკრებები ჯუჯა სახელმწიფოებთან აღარ ითამაშებენ. კრიტიკოსები ძველი შესარჩევი ეტაპის შეცვლას დიდი ხანია ითხოვდნენ.
ახალი წესების თანახმად, ერთა ლიგის 2028 წლის გათამაშების შედეგების მიხედვით საუკეთესო 36 ქვეყანა პირველ ლიგაში, 12-გუნდიან სამ ჯგუფში გადანაწილდება. დარჩენილი 18 ნაკრები კი ცალკე ტურნირზე ითამაშებს, რაც მათ წარმატების მიღწევის მეტ შანსს მისცემს.
საკვალიფიკაციო ეტაპი სრულად შეიცვლება და ჩემპიონთა ლიგის ფორმატის მსგავსი იქნება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ზოგმა ქვეყანამ 6 მატჩი ჩაატარა, ზოგმა კი - 8, ახლა კი 12-გუნდიანი ჯგუფის თითოეული წევრი 6 სხვადასხვა მეტოქესთან 6 შეხვედრას ჩაატარებს - ორ-ორს თითოეული კალათიდან. შესაბამისად, იცვლება ტრადიციულ ფორმატი, რომლის დროსაც გუნდები საკუთარი ჯგუფის ყველა მეტოქეს შინ და სტუმრად ეთამაშებოდნენ.
პირველი ლიგის ყველა ჯგუფის გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო დარჩენილი ადგილები პლეი-ოფის საშუალებით განაწილდება. უეფას ავტომატური საგზურების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუდასტურებია.
დარჩენილი 18 დაბალრეიტინგული ნაკრები მეორე ლიგაში იასპარეზებს და მათ კვალიფიკაციის გავლის შანსი მაინც ექნებათ.
„ახალი ფორმატები უმოტივაციო (უინტერესო) მატჩების რაოდენობას შეამცირებს და გულშემატკივრებს უფრო მიმზიდველ და დინამიკურ შეჯიბრს შესთავაზებს. ამასთანავე, ყველა გუნდისთვის უზრუნველყოფს სამართლიან შანსს და საერთაშორისო კალენდარში დამატებით თარიღებს არ გააჩენს.'' - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა
უეფამ ასევე გამოაცხადა, რომ 2028 წლიდან ერთა ლიგაც გადაკეთდება - 4 ლიგის ნაცვლად, იქნება 3 ლიგა, სადაც თითოეულში 18 გუნდი იასპარეზებს.
თითოეული ლიგა დაკომპლექტდება სამი ჯგუფისგან (თითო ჯგუფში 6 გუნდი), სადაც ნაკრებები 5 მეტოქეს დაუპირისპირდებიან. არსებული მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი, ისევე როგორც ახლა, მარტისა და ივნისის საერთაშორისო სანაკრებო ფანჯრების დროს ჩატარდება.
UEFA planning Champions League-style qualifying for 2030 World Cup
— ESPN UK (@ESPNUK) May 20, 2026