Belive

უეფამ აღიარა: კუკურელიას მომენტში მსაჯი შეცდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორ თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა საერთაშორისო მსაჯებს აცნობა, რომ გერმანია-ესპანეთის მატჩში, მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მას პენალტი უნდა დაენიშნა. ეს პასაჟი შეტანილია ორგანიზაციის უახლეს კორესპონდენციაში, რომელიც პერიოდულად აანალიზებს ევროპულ მატჩებს - იქნება ეს ეროვნული ნაკრებებისა თუ საკლუბო დონეზე - კრიტერიუმების სტანდარტიზაციისთვის და მსაჯების მიერ, მსგავს თამაშებში, გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად.

დოკუმენტში, რომელზეც Relevo-ს ჰქონდა წვდომა, ინსტიტუციური ორგანო მტკიცეა თავის განმარტებებში: "იყო შეცდომა როგორც მინდვრის არბიტრაჟში, ასევე VAR-ში".

უეფას უახლესი ინსტრუქციების მიხედვით, ბურთთან კონტაქტი, რომელიც აჩერებს კარში მიმავალ ბურთს, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს და უმეტეს შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს პენალტი - თუ მცველის ხელი ძალიან ახლოს არ არის სხეულთან.

კუკურელიას შემთხვევაში, მცველი კარისკენ დარტყმულ ბურთს აჩერებს სხეულთან არც თუ ისე ახლოს მდებარე მკლავით, ამიტომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, ხოლო კუკურელია ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა. - წერს დოკუმენტში უეფას მსაჯთა კომიტეტი

ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთი გერმანიას მეოთხედფინალში დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ოლმოსა და ვირცის გოლებით ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით მეორე ტაიმში მუსიალას დარტყმა კუკურელიას ხელზე მოხვდა, თუმცა ენტონი ტეილორმა მომენტი არ შეიმჩნია, ესპანეთმა 119-ე წუთზე მიკელ მერინოს თავური დარტყმით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

სხვა სტატიები