Belive

tuttonapoli: "კვარაცხელია 77-ია, მაგრამ ნამდვილი 10-იანივით თამაშობს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა მარცხენა ვინგერის პოზიციიდან დაიწყო და უდიდეს წარმატებასაც სწორედ ფლანგის ფეხბურთელად მიაღწია. "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში, ლუჩიანო სპალეტი მას სწორედ მარცხენა ფლანგზე იყენებდა და მოედანზე განსაზღვრული არეალი ჰქონდა. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრებში ხვიჩა ცენტრში შემოწეული შემტევის როლს ირგებს, ვილი სანიოლმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად კვარას მრავალმხრივობა დაასახელა. ნაპოლიში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ, კვარაცხელია კლუბშიც უფრო ხშირად გვევლინება ტრადიციული 10-იანის პოზიციაზე. ქართველი ფეხბურთელის ახალ როლზე წერს იტალიური მედიაც.

ნაპოლის 10-ნომრიანი მაისური ისეთი საკულტო რამაა, რომ ფეხბურთის ისტორიის უკვდავების გალერეაში უნდა იყოს დაცული. მას ვერავინ შეეხება, თუმცა არსებობს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის კლუბსაც და ნაკრებსაც ძალიან გაუმართლათ. კონტეს გაგონებაც კი არ უნდოდა იმ შემოთავაზებების, რომლებსაც სხვა კლუბები ნაპოლის კვარას სანაცვლოდ სთავაზობდნენ.

უახლოესი მაგალითი? რამდენიმე დღის წინ გოლი, საგოლე გადაცემა და დახვეწილი თამაში, რომელშიც საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო. ხვიჩას დამსახურებით საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და მიაღწია იმ დონეს, რომელზეც იტალია, ბელგია, სლოვაკეთი და დანია არიან. ნაკრებში 7-მა ნომერმა, რომელიც ნაპოლიში 77-ს ატარებს, გუნდი მერვედფინალში გაიყვანა და მას შემდეგ, რაც ნაპოლიში კონტე მოვიდა, ის ნამდვილი 10-იანივით თამაშობს - ამას დიეგო არმანდო მარადონაზე შეკრებილი ხალხის დასტურიც აქვს. - ვკითხულობთ tuttonapoli-ის სტატიაში

საქართველოსა ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი, ჩეხეთთან მატჩის შემდეგ, მეორე ადგილს იყოფს თემურ ქეცბაიასთან - ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით. ხვიჩასთვის ეს 35-ე შეხვედრაში გატანილი მე-17 გოლი იყო. პირველ ადგილზე შოთა არველაძეა - 26 გოლით.

სხვა სტატიები