L'Equipe: "კვარას თამაში პრესეზონის პირველ ვარჯიშს ჰგავდა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას სუპერთასის ფინალში პარი სენ-ჟერმენისა და ტოტენჰემის დაპირისპირება შედგა. უდინეში გამართული მატჩის ძირითადი დროის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ, პენალტების სერია პარიზელებმა უკეთ შეასრულეს და მორიგი თასი მოიპოვეს.
ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 60 წუთი გაატარა, თუმცა, თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია. კვარას არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა, რაც ფრანგულ მედიას უყურადღებოდ არ დარჩენია.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L'Equipe აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას თამაში პრესეზონის პირველ ვარჯიშს ჰგავდა.
მცირე აქტიურობა და არავითარი ბრწყინვალე ეპიზოდები. კვარაცხელიას თამაში პრესეზონის პირველ ვარჯიშს ჰგავდა. მან მეტოქეს საფრთხე ვერ შეუქმნა და პირველ ტაიმში პსჟ-ს ერთ-ერთი გამართული კომბინაციის ბოლოს, მისი დარტყმა დაბლოკეს. - L'Equipe.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. პარიზული გრანდი სეზონის სადებიუტო შეხვედრას 17 აგვისტოს, ნანტის წინააღმდეგ გამართავს.