Belive

კონტე: ,,რა თქმა უნდა, კვირაში ერთხელ თამაში მეხმარება''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ,,პალერმოსთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,მატჩისადმი მიდგომა სწორი იყო, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა და ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარით. პირველ ყოვლისა, ბიჭების მონდომება მომეწონა. თუმცა, რაღაცების გასაუმჯობესებლად მუშაობა ყოველთვის საჭიროა.

გვეხმარება თუ არა ევროთასებზე არყოფნა ჩვენი თამაშის საპოვნელად? ამის უარყოფას აზრი არ აქვს... რა თქმა უნდა, კვირაში ერთხელ თამაში მეხმარება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს აქ ჩემთვის პირველი სეზონია. ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს დავაკვირდე ჩემს ფეხბურთელებს და სხვადასხვა იდეა გამოვცადო.'' - ანტონიო კონტე

იტალიის თასის 1/16-ფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,პალერმოს'' უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 4:0 იყო.

ანტონიო კონტეს გუნდის მეტოქე მერვედფინალში ,,ლაციო'' იქნება. შეხვედრა 4 დეკემბერს, რომში გაიმართება.

სხვა სტატიები