Belive

ტურინის იუვენტუსი გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური და ევროპული გამოცემა, La Gazzeta Dello Sport-ი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველი გოლკიპერის დამატება ტურინის "იუვენტუსს" სურს.

"ქართველი ფეხბურთელის დამატება პოპულარული და მოდურია, მაგრამ ეს მხოლოდ კვარაცხელიას ეფექტის გამო არ ხდება. საქმე ეხება გიორგი მამარდაშვილს, რომლის გადასაბირებლადაც ტურინის "იუვენტუსმა" თავისი რადარები მწყობრში მოიყვანა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მამარდაშვილის დასამახსოვრებელი მომენტების შეგროვების შემდეგ, "ვალენსიას 22 წლის მეკარის დასაკვირვებლად "სევილიასა" და "ვალენსიას" მატჩს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ფედერიკო ჩერუბინის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაესწრო. მან რინო გატუზოს გუნდის თამაშთან ერთად, უშუალოდ ქართველი მეკარის თამაშიც ცოცხლად იხილა.

ერთი რამ ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ "იუვენტუსი" მეკარის ძებნას დაიწყებს. ვოიცეხ შესნი ამ დროისთვის გარანტირებულად პირველი ნომერია, მაგრამ ის 32 წლისაა და კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება. განახლება ნაკლებად სავარაუდოა და ამიტომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელები, მატია პერინის დაწინაურებით პოლონელის შესაძლო წასვლით გამოწვეული დანაკლისისთვის წინასწარ მომზადებას იწყებენ. უკეთესი იქნება, თუ გუნდი ახალგაზრდა და მომავალში პერესპექტივის მქონე მეკარეს დაიმატებს. ასეთი კი გიორგი მამარდაშვილია, თუმცა ის ევროკავშირის წევრი არ არის და არც სიაშია ერთადერთი კანდიდატი.

ასევე, გიორგი მამარდაშვილს თვალს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც აქტიურად ადევნებს", - წერს იტალიური პრესა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გაშვებული, 2-ჯერ კი კარი მშრალად აქვს შენახული.

სხვა სტატიები