ხვიჩა კვარაცხელია: "გიორგი დიდი გულის ბიჭია და მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა"
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებს. 22 წლის ქართველმა შემტევმა Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი "ვალენსიას" მეკარის პიროვნულ ღირსებებს გაუსვა.
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინისიუს ჟუნიორ შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს", - წერს ხვიჩა კვარაცხელია Instagram-ში.
საქმე ისაა, რომ ლა ლიგის 35-ე ტურში, "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალს" შორის გამართული მატჩისას (1:0) იუნუს მუსას, რომლის წინააღმდეგაც ბრაზილიელმა შემტევმა იუხეშა, ქართველი მეკარე გამოექომაგა და ვინისიუს ჟუნიორს სწორედ ამ მიზეზით დაუპირისპირდა, “ბლანკოსების” გულშემატკივრებმა კი ეს ყველაფერი რასისტულ შეურაცხყოფად მონათლეს.
- გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა
- MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა”
- გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
- გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა | VIDEO
- ვალენსიამ გულშემატკივრები გამოავლინა და სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად გიორგი მამარდაშვილმაც გააკეთა და დაწერა, რომ მან თანაგუნდელი დაიცვა და რასისტული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.