Belive

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 2024 წლის 7 ივნისის შემდეგ 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 45 მილიონი ევრო გახდა.

შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მამარდამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

გარდა ამისა, ქართველი მეკარე ,,ვალენსიას'' ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელადაც რჩება.

Top 10 - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები:

  1. გიორგი მამარდაშვილი - 45 მილიონი ევრო

  2. დიოგუ კოშტა - 45 მილიონი ევრო

  3. ჯანლუიჯი დონარუმა - 40 მილიონი ევრო

  4. გრეგორ კობელი - 40 მილიონი ევრო

  5. მაიკ მენიო - 38 მილიონი ევრო

  6. გულიელმო ვიკარიო - 35 მილიონი ევრო

  7. დავიდ რაია - 35 მილიონი ევრო

  8. ედერსონი - 35 მილიონი ევრო

  9. ანდრე ონანა - 35 მილიონი ევრო

  10. უნაი სიმონი - 30 მილიონი ევრო

სხვა სტატიები