"თუ კვარაცხელია ამ დეტალებს გამოასწორებს, ოქროს ბურთს მოიგებს" - კალცონა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრისას, საინტერესო კომენტარი გააკეთა. Corriere dello Sport-თან ინტერვიუში კალცონამ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 3 რამ აქვს გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს.
გაინტერესებთ რა აკლია კვარაცხელიას? ამის დანახვა ევროპის ჩემპიონატზე ნათლადაა შესაძლებელი. კვარამ უნდა ისწავლოს 30 მეტრზე ნაკლები დისცანდიიდან კარგი დარტყმა, უნდა იყოს მეტად პროდუქტიული მოედნის ცენტრში და აქტიურად უნდა ერთვებოდეს ისეთ ფაზებში, როდესაც თავისი გუნდი ბურთს ვერ ფლობს. კვარაცხელია ამას ნაკლებად აკეთებს. თუ შეძლებს და ამ სამ ნიუანსს გამოასწორებს, ის ოქროს ბურთს მოიგებს. - ფრანჩესკო კალცონა.
შეგახსენებთ, ფრანგულ მედია საშუალებებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული, თუმცა, "პარტენოპეის" მფლობელს ქართველი ვარსკვლავის გუნდიდან გაშვება არ სურს.