რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ტოტენჰემთან მატჩში?
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში, ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მ ევროპა ლიგის ტრიუმფატორ ტოტენჰემს 5:3 მოუგო. 2025 წლის სუპერ თასზე გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მ ტოტენჰემს კიდევ ერთხელ აჯობა.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო, მოედანზე 79 წუთი გაატარა და გამარჯვებაში წვლილი ვიტინასთვის გაკეთებული საგოლე პასით შეიტანა.
წამყვანი ევროპული სტატისტიკური პლატფორმების ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემდეგი კოეფიციენტებით შეფასდა:
Flashscore: 7.4
Whoscored: 8.2
Sofascore: 7.4
პსჟ-ს 5 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მე-4 პოზიცია უკავია და შემდეგი მატჩი ბილბაოს ატლეტიკთან 11 დეკემბერს სტუმრად უნდა გამართოს.