ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
ფეხბურთის სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა, 2025 წელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილი ფეხბურთელების სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, პირველ ადგილს ყველაზე მეტი გადახდილი თანხით ხვიჩა კვარაცხელია იკავებს. აღნიშნულ ჩამონათვალში მოცემულია როგორც შეძენელი მოთამაშეები, ასევე დროებით ანუ იჯარით სხვადასხვა კლუბში გადასული ფეხბურთელები.
თერთმეტეულის საერთო ღირებულება 423 მილიონი ევროა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არცერთი ფეხბურთელი არ არის ლა ლიგის წარმომადგენელი. ინგლისის პრემიერ ლიგიდან 4 მოთამაშეა, საფრანგეთის ლიგა 1-დან 2, იტალიის სერია A-დან 2, გერმანიის ბუნდესლიგიდან 2, ხოლო 1 საუდის არაბეთის პრო ლიგიდან.
სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
🤑 🤑 Cuatro de las cinco grandes ligas europeas tienen presencia en el XI top del mercado invernal. Khvicha Kvaratskhelia es el MVP de la formación.
— Transfermarkt.es (@TMes_news) February 7, 2025
Los detalles: https://t.co/TEYujnl1mx#Fichajes #Kvaratskhelia #transfermarkt pic.twitter.com/qJE3HaLmZ9