Belive

ტრავმის გამო ნეიმარი ბაიერნთან შეხვედრას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ნეიმარი "ბაიერნთან" განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

ბრაზილიელმა ტრავმა "ლილთან" შეხვედრაში მიიღო, სადაც მოედანი 48-ე წუთზე საკაცით დატოვა. ნეიმარმა დაზიანება ბენჟამინ ანდრესთან შეჯახებისას მიიღო. ბრაზილიელს კოჭი გადაუბრუნდა და კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო. პირველადი შემოწმებით, მედიკოსებმა მოტეხილობა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა, მათი ვარაუდი გამართლდა და 31 წლის შემტევი მწყობრში ვერ ჩადგა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებისა და “ბაიერნის” დაპირსპირება 8 მარტს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები